მარკეტინგის საფუძვლები
თანამედროვე ბიზნესის სისტემური ხედვის და ანალიზის უნარის ჩამოყალიბებისათვის, დაინტერესებულმა პირმა, განათლების მიღება აუცილებლად უნდა დაიწყოს კომპანიის მართვის ფუნდამენტურ მოძღვრებათა შესწავლით, რომელთა შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია მარკეტინგი.
წარმოდგენილი კურსი განკუთვნილია ყველასთვის ვისაც სურს პროფესიულ დონეზე დაეუფლოს მარკეტინგული ინფორმაციის მოპოვების, ბაზრის ანალიზის, სეგმენტაციისა და საქონლის პოზიციონირების, მომხმარებლებთან ურთიერთობების დამყარების, მარკეტინგული გეგმის შედგენის, მარკეტინგული კომპლექსის დამუშავების საფუძვლებს. ამავე დროს მარკეტინგის სრული პროგრამის დაძლევა მსმენელს დიდად გაუადვილებს ისეთი კურსების დაუფლებას, როგორიც არის: მარკეტინგული კომუნიკაციები, სტრატეგიული მენეჯმენტი, გაყიდვების მენეჯმენტი, ლოგისტიკა და სხვა.
პროგრამა:
- 1. მარკეტინგის არსი და კონცეფციები
- 2. მარკეტინგული გარემო და მარკეტინგული კვლევები
- 3. მარკეტინგული დაგეგმვა
- 4. სამომხმარებლო და საწარმოო დანიშნულების საქონლის ბაზრები
- 5. ბაზრის სეგმენტირება, მიზნობრივი ბაზრების შერჩევა
- 6. საქონლის პოზიციონირება
- 7. ურთიერთობები მომხმარებლებთან
- 8. კონკურენტული უპირატესობის მიღწევა
- 9. საქონელი, მისი სასიცოცხლო ციკლი და საქონლის შექმნის პროცესი
- 10. მომსახურების მარკეტინგის თავისებურებები
- 11. საქონლის განაწილების არხები
- 12. ფასი, ფასწარმოქმნის მეთოდები და სტრატეგიები
- 13. მარკეტინგული კომუნიკაციები
- 14. ბრენდინგი
ტრენინგის ხანგრძლივობა: 6 კვირა(კვირში 2 ლექცია)
ტრენინგის ღირებულება: 250 ლარი
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი