Adobe InDesign
სასწავლო კურსის მიზანია, შეასწავლოს სტუდენტებს პროგრამა Adobe InDesign -ის შესაძლებლობები; საგამომცემლო პროგრამებთან მუშაობის მეთოდები და ძირითადი პოლიგრაფიული საკითხები; წიგნების, ბუკლეტების, ფლაერების, საგაზეთო მაკეტების, ჟურნალ-გაზეთების, სავიზიტო ბარათების და სხვ. პოლიგრაფიული ნაწარმის დიზაინის შემუშავება, დაკაბადონება და შემდგომ დასაბეჭდად მომზადება.
კურსი მოიცავს:
- პროგრამა Adobe InDesign-ის შესავალი, სახე, ახალი დოკუმენტის შექმნა
- სიმბოლოების და აბზაცების ფორმატირება. ტექსტთან მუშაობის რეჟიმები. სტანდარტული ფიგურების და კონტურის შექმნა, ობიექტების და ტექსტის განლაგება და მათი ტრანსფორმაცია. ფერებთან მუშაობა
- სხვადასხვა ტიპის გრაფიკული ფორმატის გამოსახულებების შემოტანა ბრძანება Place-ის საშუალებით; შემოტანილი გრაფიკული გამოსახულებების ფორმატირება, ობიექტისთვის ნიღბების დამატება და ველის ჩამოსაშლელი კონტურები (Clipping Path)
- გვერდი ოსტატი (Master): დამატებითი გვერდ ოსტატის შექმნა და წაშლა
- გვერდ ოსტატის იერარქია და იმპორტირება; დოკუმენტის ავტომატური ნუმერაცია, მისი დამატებითი პარამეტრების გამოძახება და რედაქტირება; კოლონტიტულების შექმნა
- ეფექტები: გრაფიკული ობიექტების დამატება ბიბლიოთეკაში და მათი გამოყენება
- პალიტრა Effect; ფერის დადების რეჟიმი; გადაფარვის არის იზოლაცია და ამოჭრა ჯგუფში; გაბნევის ეფექტი; ჩრდილის ეფექტები; ობიექტის გამჭვირვალობა
- სტილებთან მუშაობა: აბზაცის და სიმბოლოს სტილები; ტექსტის მოდელზე სტილის შექმნა; რედაქტირება, დუბლირება; სტილების იერარქია; სტილების იმპორტირება, წაშლა და ჩანაცვლება;
- (Table) ცხრილის შექმნა, პარამეტრები, რედაქტირება, გაფორმება; ცხრილის გარდაქმნა ტექსტად და პირიქით; ცხრილის სტილების შექმნა; ცხრილის იმპორტირება Microsoft Word და Microsoft Excel-იდან
- ფაილების დაკავშირების მეთოდები; პალიტრა Links; კავშირების განახლება
- ბუკლეტის, სარეკლამო სტატიის, წიგნის დაკაბადონების მაგალითები
- სქოლიოების შექმნა და რედაქტირების ფანჯარა
- პალიტრა Book (ფაილების გაერთიანება)
- პალიტრა layer (ფენებთან მუშაობა); ფენების შექმნა, რედაქტირება და გაერთიანება, იერარქია
- სარჩევის შექმნა
- საგნობრივი საძიებლის შექმნა
- RGB-ის და CMYC-ის სამუშაო სივრცე
- ბრძანება Package
- დოკუმენტის ექსპორტირება: PDF ფაილის შექმნა
კურსის ხანგრძლივობა: 12 საათი
გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1 საათი
კურსის საფასური: 300 ლარი ინდივიდუალურად