მცირე და საშუალო საწარმოთა ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS SME) მიმოხილვა და ფინანსური ანგარიშგების სრული პაკეტის მომზადება IFRS SME-ის მოთხოვნების შესაბამისად:

  • ფინანსური ანგარიშგების კონცეპტუალური საფუძვლების GAგანხილვა
  • ფინანსური ანგარიშგებების (უწყისების) მომზადება
  • ფინანსურ ანგარიშგებებს შორის ურთიერთკავშირების გაანალიზება
  • ფინანსური ანგარიშგების ახსნა-განმარტებითი შენიშვნების მომზადება
  • პორტალზე ანგარიშგების ატვირთვა და მონაცემების შევსება.

სწავლის მეთოდები:

  • თეორიული მასალა, სიტუაციური ამოცანები
  • მსმენელების ჩართულობა (მსჯელობა – დისკუსია) და პრაქტიკული სამუშაოები
  • ფინანსური ანგარიშგების მომზადება, შეფასება და წარდგენა

 

ტრენინგის მიმდინარეობისას განხილულ იქნება:

  • მსს ფასის გამოყენების სფერო და ძირითადი პრინციპები
  • სასაქონლო მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა
  • ძირითადი საშუალებების და საინვესტიციო ქონების აღრიცხვა
  • არამატერიალური აქტივების აღრიცხვა
  • სახელმწიფო გრანტების და ფინანსური იჯარის აღრიცხვა
  • ოპერაციები უცხოურ ვალუტაში
  • ფინანსური ინტრუმენტები და ნასესხებ სახსრებთან დაკავშირებული დანახარჯები
  • ვალდებულებების და საკუთარი კაპიტალის აღრიცხვა
  • პირობითი ვალდებულებები და პირობითი აქტივები, ანარიცხები
  • საანგარიშგებო პერიოდის შემდგომი მოვლენები
  • ახსნა-განმარტებითი შენიშვნები

2 თვე, კვირაში 2-ჯერ, 32 საათი

ღირებულება თვეში: 290 ლარი

ტრენინგის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი