“პროფესიული განვითარების აკადემიური ცენტრი” და ტურისტული კომპანია “Play in Georgia” გთავაზობთ 2 დღიან ინტეგრირებულ ტრენინგს „ეფექტური გაყიდვები & მარკეტინგული კომუნიკაციები “
ტრენინგი ჩატარდება კაჭრეთში, სასტუმრო “ამბასადორში”
ტრენერი: გიორგი ბარკალაია
გიორგი ბარკალაიას აქვს მარკეტინგულ, საკონსულტაციო და საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება.
სხვადასხვა დროს იყო „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“, „არტი ჯგუფის“, საქართველოს ბანკის ჯგუფის (რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: საქართველოს ბანკი, ბი-ჯი-ბანკი (უკრაინა), ბელორუსიის სახალხო ბანკი (ბელორუსია) და „ალდაგი–ბი-სი-აი“ – სადაზღვევო კომპანია), შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიისა“, სს „ვითიბი ბანკ ჯ
ორჯიას“ და სამაუწყებლო ტელეკომპანია იმედის მარკეტინგის და კომერციის მიმართულებების ხელმძღვანელობა.
გიორგი ბარკალაიამ განათლება მიიღო საქართველოს, აშშ-სა და კანადის უნივერსიტეტებში. ის კავკასიის უნივერსიტეტის სრული პროფესორია დაგააჩნია საგანმანათლებლო საქმიანობის ოცწლიანი გამოცდილება
ტრეინინგის მიზანია: მსმენელს მისცეს გაყიდვების მენეჯმენტში და მარკეტინგული კომუნიკაციებში სისტემური ცოდნა, ასევე გამოუმუშაოს ისეთი საკითხების პრაქტიკაში გამოყენების უნარი, როგორებიცაა ბიზნესის შიდა და გარე გარემოს კომპლექსური პრობლემების გადაჭრისა და მომხმარებლების ღირებულებების შექმნის ახალი ინოვაციური გზების ძიება.
მსენელი მიიღებს:
- ახალ, გაუთვალისწინებელ და მულტიდისციპლინურ გარემოში მოქმედების უნარს;
- მარკეტინგის და გაყიდვების ძირითადი პრინციპების ცოდნას;
- მომხმარებლებთან ურთიერთობების მართვის პრინციპების სისტემურ ცოდნას.
საერთაშორისო ბაზრის შერჩევისას მსმენელი გააცნობიერებს:
- კონკურენტუნარიანი უპირატესობის მოსაპოვებლად საჭირო ახალ ინოვაციურ სტრატეგიებს;
- სამომხმარებლო ბაზარსა და მომხმარებლის ყიდვის ჩვევებს;
- ფასდადების პრინციპების კრიტიკული ანალიზის მეთოდებს;
- საზოგადოებასთან ურთიერთობის ორიგინალური იდეების შემუშავებასა და ა.შ.
კაჭრეთის ამბასადორში განსაკუთრებული გარემოა ტრენინგის ჩასატარებლად, რადგან მას გააჩნია აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზი, სასტუმრო ოთახები და გასართობი ზონები, სადაც მსმენელს შეუძლია, განიტვირთოს.
გასართობი ზონები:
- ბილიარდი;
- მაგიდის ტენისი;
- ჩოგბურთი;
- კალათბურთი;
- ფეხბურთი;
- მინი გოლფი;
- ღია და დახურული საცურაო აუზი;
- სპა;
- საუნა.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 8 საათი (დღეში 4 საათი)
ღირებულება : 920 ლარი
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი