„პროფესიული განვითარების აკადემიურ ცენტრს“ გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება ბიზნეს-ტრენინგების, უცხო ენებისა და კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი კურსების ჩატარებაზე როგორც ინდივიდუალურ, ისე კორპორატიული დაკვეთების ფორმატში.
ცენტრი დაკომპლექტებულია ქართველი და უცხოელი კვალიფიციური კადრებით, ინგლისური და რუსული ენის სერტიფიცირებული ტრენერებით, წარმატებული ეკონომისტებით, მარკეტოლოგებით, ბიზნესის, ტურიზმისა და სასტუმროს საქმის ექსპერტებით, კომპიუტერული პროგრამების კვალიფიციური პედაგოგებით. ბევრ ჩვენს ტრენერს გააჩნია ევროპული კვალიფიკაცია, აქვთ თეორიული და პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილება, როგორც საქართველოში, ასევე, აშშ-ში, კანადაში, თურქეთში, ჰოლანდიაში, ესპანეთსა და ირლანდიაში.
ვთანამშრომლობთ მრავალ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციასთან და წარმატებით გვყავს გადამზადებული მათი კადრები.
კორპორატიული ტრენინგების ჩატარება ხდება როგორც ჩვენს სასწავლო ცენტრში, ასევე, ადგილზე მისვლით.