ბრენდინგი
კურსის მიზანია:
შეისწავლოთ ბრენდის შექმნის, შენებისა და მართვის საფუძვლები. ბრენდისა და ბრენდინგის არსი და მნიშვნელობა. რატომ უნდა შეიქმნას ბრენდი და რატომ უნდა ზრუნავდნენ მის გრძელვადიან სიცოცხლის უნარიანობაზე.
კურსი განკუთვნილია:
მცირე და საშუალო კომპანიის ხელმძღვანელებისა და მარკეტინგის მენეჯერებისათვის, სტარტაპერებისთვის, მარკეტინგის, PR დაგაყიდვების სფეროში დაკავებული ადამიანებისათვის; საზოგადოდ, ბიზნესით დაინტერესებული ადამიანებსათვის
პროგრამა მოიცავს:
- როდის და როგორ შევქმნათ ბრენდი
- როგორ ვიპოვოთ ნიშა
- ბრენდის პოზიციონირება
- ბრენდისთვის სახელის დარქმევა
- ბრენდის ლოგოს და სლოგანის დიზაინი
- ბრენდის შექმნა არქეტიპების დახმარებით
- ახალი ბრენდის ჩაშვება
- ინფორმაციის გავრცელება საზოგადოებასთან ურთიერთობის საშუალებით
- ბრენდის რეკლამა და პრომოუშენი
- ბრენდი ციფრულ ეპოქაში
- ბრენდის განვითარებასა და გაძლიერებაზე ზრუნვა
- ბრენდის დაცვა
- რებრენდინგი
- 10 ჭეშმარიტება ბრენდინგის შესახებ
- ბრენდინგის 10 შეცდომა და მათი თავიდან აცილება
- პერსონალური ბრენდინგი
კურსის ხანგრძლივობა: 16 საათი (კვირაში 2-ჯერ)
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი