ფარმაცევტთა გადამზადება
ფარმაცევტთა გადამზადების კურსი სტაჟირებით.
კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს კვალიფიკაციის ამაღლება და ასევე დასაქმება სხვადასხვა ფარმაცევტულ კომპანიებსა და აფთიაქებში.
ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი ასევე უზრუნველყოფს წარმატებული მსმენელების დასაქმებას!
სასწავლო კურსის განმავლობაში მსმენელი შეისწავლის ყველა ძირითადი ტერმინის განმარტებას, სამკურნალო საშუალებების კლასიფიკაციას ფარმაკოლოგიური ჯგუფების მიხედვით. გაეცნობა სააფთიაქო კომპიუტერულ პროგრამებს, აფთიაქში ყველა საჭირო დოკუმენტაციის წარმოების, ცვლის გადაბარების წესებს. სპეციალისტთან ერთად მიიღებს მონაწილეობას აფთიაქის ფუნქციონირებაში. შეისწავლის საბოლოო მომხმარებელთან ურთიერთობის წესებს.
აფთიაქში პრაქტიკის მსვლელობის პერიოდში ჩატარდება სემინარები და მრგვალი მაგიდები, სადაც განიხილება პრეპარატების მოქმედების მექანიზმები, ფარმაკოკინეტიკის, ფარმაკოდინამიკის, ჩვენების, უკუჩვენების ძირითადი საკითხები. გათამაშდება და განიხილება აფთიაქში ხშირად შექმნილი სხვადასხვა სიტუაცია.
პროგრამა მოიცავს:
- 1 კვირა:
- სოციალური ფარმაცია. მისი არსი და ამოცანები. ფარმაცევტული ინფრასტრუქტურა. საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის მიმოხილვა და განვითარება.
- საქართველოში ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირება. კანონმდებლობა - კანონი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ, კანონქვემდებარე აქტები. ზოგადი ფარმაკოლოგია. ფარმაკოკინეტიკა, ფარმაკოდინამიკა, სამკურნალო საშუალებები, ფორმები და დოზები. სამკურნალო საშუალებების მოქმედება და ორგანიზმიდან გამოყოფის გზები. სამკურნალო საშუალებებით მწვავე მოწამვლის მკურნალობის ზოგადი პრინციპები.
- ფარმაცევტული დაწესებულებების გაცნობა - ზოგადი დებულება, მათი მოწყობის და ექსპლუატაციის წესები. აფთიაქების ფარმაციის სპეციალისტი - სერტიფიცირება.
- 2 კვირა:
- საქართველოში რეგისტრირებული პრეპარატების ნუსხა (ზოგადი მიმოხილვა). ურეცეპტოდ და რეცეპტით გასაცემი სამკურნალო საშუალებების ნუსხა. ძირითადი (ესენციური) სამკურნალო საშუალებების ჩამონათვალი. ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოკლე მიმოხილვა.
- კლინიკური ფარმაცია, მისი როლი აფთიაქსა და კლინიკაში.
- საქონელმცოდნეობა - მოკლე მიმოხილვა, აფთიაქში ნებადართული პროდუქციის ნუსხა. მედიკამენტების ტექნიკური და ფარმაკოლოგიური მახასიათებლები. სამკურნალო საშუალებების, გენერიული და სავაჭრო სახელწოდებები, სინონიმები, ანალოგები.
- 3 კვირა:
- ფარმაცევტული დაწესებულებების საწყობებსა და განყოფილებებში ნედლეულის, ტარის, მედიკამენტების და სამედიცინო დანიშნულების საგნების განლაგება და შენახვის წესები. ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის მიზანი და დანიშნულება. მატერიალური პასუხისმგებლობა. სამკურნალო საშუალებების გაუვარგისება. გაუვარგისების მიზეზები და ჩამოწერა-განადგურების წესები.
- სამკურნალო საშუალებების კლასიფიკაცია, ფარმაკოლოგიური ჯგუფების მოკლე მიმოხილვა
- ნერვულ სისტემაზე მოქმედი საშუალებები. ცნს-ის ფუნქციის მარეგულირებელი და პერიფერიულ ნერვულ სისტემაზე მოქმედი საშუალებები.
- 4 კვირა:
- პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია. წამლის გვერდითი მოქმედება და გვერდით მოქმედებაზე სააფთიაქო ქსელიდან ინფორმაციის ფორმირება.
- ფარმაცევტული ეთიკა და დეონტოლოგია. მომსახურების სტანდარტები, კომუნიკაციის უნარების განვითარება, კონფლიქტების მართვა.
- განვლილი მასალის განმტკიცება და შედეგების შეჯამება: მრგვალი მაგიდები, სიტუაციური ამოცანები, აფთიაქში შექმნილი სიტუაციების გათამაშებები. შუალედური ტესტირება.
- 5 კვირა:
- სისხლი, სისხლის წარმოქმნაზე, თრომბოციტების აგრეგაციაზე, სისხლის შედედებასა და ფიბრინოლიზზე მოქმედი სამკურნალო საშუალებები.
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის ანატომია-ფიზიოლოგია, დაავადებების მოკლე მიმოხილვა
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მკურნალობის ძირითადი პრინციპები. გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედი სამკურნალო საშუალებები. პრეპარატების დაყოფა ფარმაკოლოგიური ჯგუფები მიხედვით.
- 6 კვირა:
- იმუნურ სისტემასა და ალერგიულ პროცესებზე მოქმედი სამკურნალო საშუალებები
- ანთებითი პროცესები. გრიპი და სხვა ინფექციური დაავადებები. ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. ჰორმონული და არაჰორმონული პრეპარატები.
- მარკეტინგი - ზოგადი მიმოხილვა. საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი. კონკურენცია. ფარმაცევტული საქმიანობის და სამკურნალო საშუალებების რეკლამა.
- გაყიდვების ტექნიკები, ჯვარედინი გაყიდვები.
- სხვადასხვა აფთიაქში/ქსელში მიმდინარე აქციები, ფასდაკლებისა და დაგროვების ბარათები, შინაარსი და მოხმარების წესები.
- 7 კვირა:
- ანტიმიკრობული, ანტივირუსული, ანტიპარაზიტული საშუალებები
- საჭმლის მომნელებელი სისტემა: ანატომია-ფიზიოლოგია. დაავადებების მოკლე მიმოხილვა და მკურნალობის პრინციპები. საჭმლის მომნელებელი ორგანოების ფუნქციაზე მოქმედი საშუალებები
- სუნთქვის ორგანოების ფუნქციაზე მოქმედი საშუალებები.
- 8 კვირა:
- ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი საშუალებები. ჰორმონული პრეპარატები, ვიტამინები. სიმსუქნის დროს გამოსაყენებელი სამკურნალო საშუალებები
- პარაფარმაცევტული პროდუქცია
- სხვადასხვა სააფთიაქო სამუშაო პროგრამების მოკლე მიმოხილვა. საინფორმაციო ტექნოლოგიები
- განვლილი მასალის განმტკიცება და შედეგების შეჯამება: მრგვალი მაგიდები, სიტუაციური ამოცანები, აფთიაქში შექმნილი სიტუაციების გათამაშებები. საბოლოო ტესტირება.
- 9 კვირა (2 მეცადინეობა):
- სალარო აპარატი, საბანკო პოსტერმინალები.
- კითხვები, რომლებიც აღიძვრება მეცადინეობებსა და ტესტირებებზე
- 9,10, 11, 12 კვირა:
- სტაჟირება აფთიაქში.
კურსის ხანგრძლივობა: სამი თვე (სტაჟირებით). გაკვეთილები ტარდება კვირაში 3-ჯერ
ღირებულება თვეში 150 ლარი
გაკვეთილის ხანგრძლივობა: ორი საათი
მსმენელები უზრუნვეყოფილი იქნებიან სასწავლო ლიტერატურით.
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი წარმატებულ მსმენელებზე