PR მენეჯმენტი
სწავლების მიზანი:
- საზოგადოებასთან ურთიერთობების სფეროს ეფქტიანი მართვა კონკურენტულ გარემოში ობიექტის (პროდუქტი, ბრენდი, მომსახურება, ორგანიზაცია, პერსონა ან ადამიანთა ჯგუფი) პოზიტიური (იდეალური და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი) ხატების შემუშავებისა და ჩანერგვის ერთიანი ტექნოლოგიების სისტემის მეოხებით;
- ობიექტისათვის განვითარებისათვის ხელსაყრელი გარე და მყუდრო შიდა კორპორატიული გარემოს შექმნის ტექნოლოგიების დაუფელბა; - ობიექტსა და საზოგადოებას შორის ურთიერთხელსაყრელი, ჰარმონიული ურთიერთობების დასამყარებლად მმართველობითი საქმიანობის განხორციელება;
- დაინტერესებული აუდიტორიების, ინსტიტუტების, ორგანიზაციების განსაზღვრა და მოძიება, მათთან კავშირებისა და კონტაქტების დამყარება, მათი ინტერესებისა და მოლოდინის გაცნობიერება და მათთვის შესაბამისი PR პროგრამებისა და აქციების შემუშავება.
სწავლების შედეგად მიღებული კომპეტენციები:
- პიროვნული აქტივიზაციის უნარჩვევები;
- დიპლომატიურ უნარჩვევები;
- ორგანიზატორულ უნარჩვევები;
- კრეატიული აზროვნების უნარჩვევები;
- ლიდერის უნარჩვევები;
- პროფესიონალური უნარჩვევები:
- გარე გარემოს ანალიზი (ფირმის პროდუქციისა და მომსახურებისადმი დამომოკიდებულების სესწავლა);
- მედიის საშუალებებისათვის ფირმის საქმიანონაზე პასუხის გაცემა; • პრეს-კონფერენციების ორგანიზება;
- სახელისუფლებო სტრუქტურებთნ და ადგილობრივ მოსახლეობსთნ უერთიერთობა;
- პრეს-რელიზების მომზადება;
- PR კამპანიების შემუშავება, მათი ბიუჯეტის განსაზღვრა და ჩატარება.
ტრენინიგის შინაარსი:
- 1. ჩარევის ფსიქოლოგიური ხერხები: მოლაპარაკებების ფსიქოლოგიური მომზადება; კოალიციების შექმნა; დაჯგუფებები და მათი ურთიერთმოქმედება.
- 2. მოქმედების ფსიქოლოგიური ხერხები: ინტრიგა; შეთქმულება; მიმიკრია; პროვოკაცია; მისტიფიკაცია; ბლეფი; შანტაჟი; ფსიქოლოგიური ომი; “სპეცპროპაგანდა”; ფსიქოლოგიური ომის ხერხები: “ფსიქოლოგიური ზეწოლა“; შეუმჩნეველი შეღწევა ცნობიერებაში; ლოგიკის კანონების ფარული დარღვევა.
- 3. რეკლამა: განსაზღვრება; რეკლამის შექმნის სტრუქტურა და ეტაპები; “უნიკალური წინადაება”: სლოგანი, ფერი, ფორმა, ემბლემატიკა, მუსიკა; რეკლამის ტექნოლოგია: სატელევიზიო რეკლამა: “იდენტიფიკაციური”, “არგუმენტაციული”, “ნეგატიური”, “დამრტყმელი” კლიპი; რადიორეკლამა; ბეჭვდითი რეკლამა; ანტირეკლამა.
- 4. კონსულტირება: განსაზღვრება; ფსიქოლოგისა და კლიენტის ურთიერთობა; კონსულტანტის ხარისხი; კონსულტირების ხარისხი.
- 5. ნეიროლინგვისტური პროგრამირება (NLP): NLP-ს განსაზღვრა და მისი ისტორია; ინდივიდუალური და მასობრივი NLP; NLP-ს ზოგიერთი ფსიქოლოგიური ხერხი: ასაკობრივი აგრესია ან შთაგონებული სახეები, კატალეფსიის გამოყენება, შაბლონების ნგრევა, ტრუიზმი, ბრძანებები კითხვებში, მ. ერიქსონის “სამმაგი სპირალი”.
- 6. იმიჯმეიკინგი: განსაზღვრება; იმიჯის ძირითადი ნიშნები; იმჯის ფსიქოლოგიური ბუნება; იმიჯმეიკერი. საზოგადოებრივი ურთიერთობები: განსაზღვრება; წარმოშობის ისტორია; ძირითადი ტექნოლოგიური მომენტები; ძირითადი ფუნქციები; სპინ-მასტერი; პრესასთან მუშაობის ფსიქოლოგია.
- 7. საზოგადოებასთან ურთიერთობის ადმინისტრირების პრობლემები: საზოგადოებასთან ურთიერთობის არსი საჯარო სექტორში; საზოგადოებასთან ურთიერთობა საქართველოს საჯარო სექტორში; საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურები; ინფორმაციის გაცემის თავისუფლება.
- 8. მასობრივი კომუნიკაციები: მოარული ხმები, მათი ნაირსახეობები: განსაზღვრება; მოარული ხმების ტიპოლოგია: ინფორმაციული ტიპოლოგია; “ემოციონალური” ტიპოლოგია: “მოარული ხმა-სურვილი’, “მოარული ხმა-საფრთხობელა”, “აგრესიული მოარული ხმა”.
- 9. მოარული ხმები და მათთან ბრძოლა: აუდიტორიის ინტერესი; სანდო ინფორმაციის დეფიციტი; გ. ოლპორტისა და ლ. პოსტმენის კანონი; მოარული ხმების ცირკულირების თავისებურებები: “შერბილება”, “გამახვილება”, “ადაპტაცია”; მოარული ხმები ტოტალიტარიზმისა და დემოკრატიის დროს; მოარული ხმების პროფილაქტიკა; მოარულ ხმებთან ბრძოლის აქტიური ღონისძიებები.
- 10. ჭორები: განსაზღვრება; ჭორები და მოარული ხმები; ჭორების ფსიქოლოგიური ფუნქციები: საინფორმაციო-შემეცნებითი, აფილატიურ-ინტეგრაციული, გართობითი-სათამაშო, პროექციულ-კომპენსატორული; სოციალური კონტროლის ფუნქცია, ტაქტიკური ფუნქცია.
- 11. მასობრივი კომუნიკაციების საშუალებები: განსაზღვრება; თეორეტიკული გააზრება; მასობრივი კომუნიკაციების სოციალური ფუნქციები: ინფორმაციული, სოციალიზაციის ფუნქცია, საორგანიზაციო-ქცევითი, ემოციონალურ-მატონიზირებელი, კომუნიკატიური; მასობრივი კომუნიკაციების ფსიქოლოგიური ფუნქციები: მასობრივი ფსიქოლოგიის ფორმირების ფუნქცია, ინტეგრაციულ-კომუნიკატიური, საინფორმაციო, სოციალიზაცია-აღმზრდელობითი ფუნქცია, ქცევის ორგანიზაციის ფუნქცია.
- 12. მასობრივი კომუნიკაციის სისტემა: გენერალური სქემა; კომუნიკატორი; აუდიტორია; კომუნიკაციური შეტყობინება; მასობრივი კომუნიკაციის საშუალებების ზოგადი თვისებები; რადიო; ტელევიზია; ბეჭვდითი ორგანოები; უკუკავშირი.
ტრენინგები ტარდება კვირაში 2-ჯერ
ღირებულება 200 ლარი
მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან სასწავლო ლიტერატურით
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი