"საარბიტრაჟო დავების განხილვის სპეციფიკა" სასამართლოში სტაჟირებით და დასაქმებით
ტრენერი, ვალდიმერ სოხაძე - კურს უძვება ვლადიმერ სოხაძე: გააჩნია მრავალწლიანი პროცესუალური გამოცდილება (300 მდე ნაწარმოები საქმე საერთო ოდენობით დაახლოებით 30 მილიონი ლარი), ორ საარბიტრაჟო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება (კერძოდ: სამი არბიტრის სხდომის მდივანი, სამი არბიტრის თანაშემწე, საარბიტრაჟო საქმისწარმოებისას საარბიტრაჟო სასამართლოში შექმნილი დოკუმენტების პროექტების მომზადება 900 მდე საქმეზე, საარბიტრაჟო ინსტიტუტში არბიტრად მუშაობის, საბანკო,ფინანსურ, სახელშეკრულებო-ვალდებულებითი დავების გადაწყვეტისას). მას ასევე გააჩნია ლექცია-სემინარები ჩატარების მრავლწლიანი გამოცდილება.
არბიტრაჟი - დავების გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია იაფად და სწრაფად, ვიდრე ამას სასამართლო აკეთებს, კერძო ხასიათის ქონებრივი დავების გადაწყვეტის მექანიზმი. იმ საქმეებიდან რაც ამჟამად ქართულ სასამართოებშია (მინიმუმ 60 000 დავა) 90 % შესაძლებელია გადაწყდეს არბიტრაჟის მიერ, თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია დავის გადაწყვეტის ეს ფორმა. რაც ამ დარგს უაღრესად პერსპექტიულს ხდის ვინაიდან ამჟამად მხოლოდ 3-5 % არის ათვისებული არბიტრაჯების მიერ.
ტრენინგის მიზანი - მსმენელებმა აითვისონ ყველა ის დეტალი რაც საარბიტრაჟო საქმისწარმოებისას დასჭირდებათ. კერძოდ სწორი ფორმით ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დავის გადაწყვეტის საარბიტრაჟო ფორმა, აითვისონ საარბიტრაჟო სარჩელის და შესაგებლის შედგენის მეთოდები, შეძლონ ცნობა-აღსრულების სავალდებულო ეტაპის წარმართთვის თეორიული და პრაქტიკული ნაწილის ათვისება და სხვა.
ტრენინგის შედეგი - წარმატებული მსემენელები აღნიშნული კურსის გავლის შემდგომ იქნებიან სრულფასოვანი კადრები, როგორც საარბიტრაჟო სასამართლოებისათვის ასევე ნებისმიერი კერძო სექტორის იურისტები, რომლებსაც ზედმიწევნით ზუსტად, როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ დონეზე ეცოდინებათ, საარბიტრაჟო დავების წარმოების სპეციფიკა.
პროგრამა მოიცავს:
თემა 1 – არბიტრაჟის არსი. მსგავსება და განსხვავება დავის გადაწყვეტის სხვა ალტერნატიულ საშუალებებთან. ზოგადი იტორიული ექსკურსი.
თემა 2 – საარბიტრაჟო განხილვის საგანი და რეგულირება ქართულ სამართალში.
თემა 3 – შეთანხმება არბიტრაჟზე. მხარეთა მონაწილეობა საარბიტრაჟო განხილვის წესის განსაზღვრაში.
ა. საარბიტრაჟო დათქმის მნიშვნელობა საარბიტრაჟო სამართალში.
ბ. საარბიტრაჟო შეთანხმების ფორმა.
გ. საარბიტრაჟო შეთანხმების ნამდვილობა. ალტერნატიული და არჩევითი დათქმები.
დ. საარბიტრაჟო დათქმის ფორმულირების პრაქტიკული ასპექტები.
თემა 4.
აბიტრაჟის შემადგენლობა.
ა. არბიტრების რაიოდენობა.
ბ არბიტრთა დანიშვნა და აცილება
გ. არბიტრთა კვალიფიკაცია.
დ. არბიტრაჟის კომპეტენცია
ე. ინტერესთა კონფლიქტი.
ვ. საარბიტრაჟო განხილვის დრო, ადგილი ხანგრძლივობა.
დ. მხარეები და წარმომადგენლები
თემა 5
საარბიტრაჟო განხილვა:
ა. საარბიტრაჟო განხილვის ადგილი
ბ. არბიტრაჟის მიერ გამოსაყენებელი სამართალი.
გ. საარბიტრაჟო განხილვის ენა.
დ. ზეპირი მოსმენა
ე. საარბიტრაჟოსარჩელი/შესაგებელი
ვ. მტკიცებულებები.
თემა 6
საარბიტრაჟო გადაწყვეტილება,
საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ფორმა და შინაარსი.
თემა 7
საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა აღსრულების ზოგადი დახასიათება.
ა. ცნობა-აღსრულების მოთხოვნის ფორმალური წინაპირობები.
ბ. ცნობა-აღსრულების და გაუქმების ამომწურავი საფუძვლები
გ. მხარის მიერ დასაყენებელი საფუძვლები და სასამართლო დისკრეციას დაქვემდებარებული საფუძვლები
დ. საჯარო წესრიგი.
კურსის ხანგრძლოვობა: 16 საათი, კვირაში 2-ჯერ
ტრენინგის ხანგრძლოვობა: 2 საათი
სტაჟირება სასამართლოში ერთი თვე
ღირებულება: 385 ლარი