ვეტერინარი ტექნიკოსი
ვეტერინარული აფთიაქის/ზოომაღაზიის ვეტერინარი ტექნიკოსი კურსი ავტორიზებულია სახელწიფოს მიერ!
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია ბაზრისთვის კონკურენტული და კვალიფიციური კადრების მომზადება ვეტერინარულ აფთიაქში და ზოომაღაზიაში პროფესიულ პოზიციაზე: ვეტერინარი ტექნიკოსი, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეძლებს ვეტერინარულ პრეპარატებთან და ცხოველთა საკვებთან დაკავშირებით დახმარება და კონსულტაცია გაუწიოს მომხმარებელს, აუწონოს, დაუფასოოს და მოახდინოს პროდუქციის ეტიკეტირება, შეძლოს ვეტერინარული პრეპარატების, ცხოველთა საკვების, ჰიგიენის და მოვლის საშუალებების დასაწყობება და განლაგება, ვეტერინარული აფთიაქის და ზოომაღაზიის სავაჭრო დარბაზში შენახვის პირობების გათვალისწინებით და ასევე აწარმოოს დოკუმენტაცია პროდუქციასთან დაკავშირებით.პროგრამა მოიცავს აფთიაქის/ზოომაღაზიის ვეტერინარი ტექნიკოსის პროფესიის დაუფლებისათვის საჭირო საბაზისო თემებს:
- ვეტერინარულ აფთიაქში/ზოომოღაზიაში უსაფრთხოების პარამეტრები;
- ვეტერინარულ აფთიაქში/ზოომაღაზიაში ვეტერინარულ პრეპარატებთან, ცხოველის საკვებთან და სხვა პროდუქტთან დაკავშირებული საქმიანობის წარმოების თავისებურებები;
- სამკურნალო საშუალებების სახეების და სამკურნალწამლო ფორმების ძირითადი ფარმაკოკინეტიკა და ფარმაკოდინამიკა;
- რეცეპტში მოცემული ინფორმაციის სწორად გააზრება, წამლების, ცხოველის საკვების პირველადი ორიგინალური შეფუთვის დაშლა, ხელახალი შეფუთვა და მარკირების ძირითადი საკითხები;
- მომხმარებლისათვის ვეტერინარული პრეპარატების, ბიოლოგიურად აქტიური დანამატების, ჰიგიენური საშუალებების, ცხოველის საკვების შერჩევა, ინსტრუქციის შესაბამისად და კომპეტენციის ფარგლებში დოზირებაზე ინფორმაციის მიწოდება;
- პროდუქციის მიღება, აღრიცხვა, განთავსება აფთიაქში და ნაშთის კონტროლი;
- კანონმდებლობის შესაბამისად დოკუმენტაციის წარმოება და ვეტერინარულ აფთიაქში/ზოომაღაზიაში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.
- კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს ეცოდინება:
- დოზირების პრინციპები ვეტერინარიაში
- ვეტერინარული პრეპარატის ეტიკეტირება, დაფასოება, შეფუთვა და მარკირება
- სანიტარულ-ჰიგიენური და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა
- ვეტერინარულ რეცეპტში მოცემული ინფორმაციის წაკითხვა
- ვეტერინარულ-ფარმაკოლოგიური საქმიანობის აღწერა
- ცხოველთა საკვების ეტიკეტირება, დაფასოება, შეფუთვა და მარკირება
- მომხმარებლისთვის ბიოლოგიურად აქტიური დანამატებისა და ჰიგიენური საშუალებების შერჩევა
- პროდუქციის შენახვა-დასაწყობება, განთავსება და ნაშთის კონტროლი
- დოკუმენტაციის წარმოება
კურსის ხანგრძლივობა: 4 თვე (სტაჟირებით). ტრენიგები ტარდება კვირაში 2-ჯერ
ღირებულება: 1400 ლარი (თვეში 350 ლარი)
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 3 საათი
მსმენელები უზრუნვეყოფილი იქნებიან სასწავლო ლიტერატურით.
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფო სერთიფიკატი