კურსის ამოცანაა, გამოუმუშავოს მსმენელს ზეპირი თარგმანის, წერითი თარგმანის, სხვადასხვა ტექსტის დამუშავებისა და რეფერირების უნარები. კურსდამთავრებული თავისუფლად შეძლებს კომუნიკაციას უცხო ენაზე, ნებისმიერი დარგობრივი ტექსტის თარგმნას: წერილობით, თანმიმდევრულად, რეფერირებულად მშობლიური ენიდან უცხო ენაზე და პირიქით. გარკვეული ხანგრძლივობის ტექსტის მოსმენას დამახსოვრებას, გამართულად და შესაბამისი სტილით თარგმნას.
სწავლის პერიოდში გამოიყენება სხვადასხვა ტიპის სავარჯიშოები; ვიდეო და აუდიო მასალები; ეკონომიკური, სამედიცინო, იურიდიული, პოლიტიკური სტატიები, საქმიანი დოკუმენტები და ა.შ.
- ზეპირი და წერითი თარგმანის დახვეწა და გაღრმავება
- თარგმნის უნარ-ჩვევების გამომუშავება
- აზრის გამოხატვის, დამახსოვრების და მსჯელობის უნარის განვითარება
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების დახვეწა
- მეტყველების ტექნიკის დამუშავება
- ლექსიკური მარაგის გაღრმავება
- თარგმნისა და ენობრივ სირთულეებში გარკვევა
- დახვეწილი და სრულყოფილი წერის სტილის განვითარება
- ინგლისური ენის ფონეტიკური და გრამატიკული ბაზის ჩამოყალიბება
- სხვადასხვა ტიპის ტექსტების (სამედიცინო, იურიდიული, პოლიტიკური, ეკონომიკური) გაგება, თარგმნა, ანალიზი და ინტერპრეტაცია.
კურსის ხანგრძლივობა: ხუთი თვე (კვირაში 2-ჯერ)
კურსის ღირებულება თვეში: 285 ლარი
მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან სასწავლო მასალით
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი